იტალიას ტოკიოს ოლიმპიადაზე დროშასა და ჰიმნს არ წაართმევენ

19:58, 27.01.2021
Italy's Giorgio Di Centa carries the flag as the team march in during the opening ceremony for the Vancouver 2010 Olympics in Vancouver, British Columbia, Friday, Feb. 12, 2010. (AP Photo/Gerry Broome)

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავიდან აიცილებს სანქციებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან. იტალიას ემუქრებოდა ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოსვლა. ამის მიზეზი იყო სახელმწიფოს ჩარევა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში. ეს ინფორმაცია გაავრცელა ვებგვერდმა insidethegames.biz-მა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პრეტენზია გაუჩნდა იტალიაში 2019 წელს შექმნილი ახალი სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ, რომელსაც უნდა ემართა სპორტულ სფეროში არსებული ფინანსები. ადრე ამ ფუნქციასჩ იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სპორტულ სფეროში.

ცნობილი გახდა, რომ იტალიის მთავრობა გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ავტონომიურობა გარანტირებული ექნება.

მსგავსი