იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ „ატალანტა“ შემორჩა [ვიდეო] #1TVSPORT
„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. ბერგამოულმა კლუბმა საკვალიფიკაციო პლეიოფში, „დორტმუნდთან“ პირველ მატჩში 0:2-ის წაგების შემდეგ, შინ 4:1 მოიგო.
პირველ ტაიმში სკამაკამ და ძაპაკოსტამ „ატალანტას“ ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. 57-ე წუთზე პაშალიჩმა სამამდე გაზარდა მასპინძლების უპირატესობა. ამ ანგარიშით მერვედფინალში იტალიელები გადიოდნენ, მაგრამ 75-ე წუთზე დორტმუნდელთა ფორვარდმა, ადეიმემიმ ეფექტური გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ ძირითადის კომპენსირებულ დროში მსაჯმა პენალტი დანიშნა „დორტმუნდის“ კარის მიმართულებით და 11-მეტრიანი სამარჯიჩმა გამოიყენა.
„ატალანტამ“ ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და 2019 წლის შემდეგ გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც პირველი მატჩის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ პლეიოფის ეტაპი გაიარა.