იტალიის ნაკრები მამაკაცთა ჩოგბურთში მთავარი გუნდური ჩემპიონატის – დევისის თასის გამარჯვებული გახდა.
ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ტურნირის ფინალში იტალიელებმა 2:0 დაამარცხეს ავსტრალია.
პირველ შეხვედრაში მატეო არნალდიმ 7:5, 2:6, 6:4 დაამარცხა ალექსეი პოპორინი, მეორე მატჩში კი იტალიის ნაკრების ლიდერმა, იანიკ სინერმა ალექს დე მინაურს ორ სეტში მოუგო – 6:3, 6:0.
იტალიის ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორედ მოიგო დევისის თასი. პირველად ეს 1976 წელს მოხდა.
ავსტრალიამ ზედიზედ მეორედ ითამაშა ფინალში: შარშან მან კანადასთან დათმო გადამწყვეტი მატჩი.