17 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიის ნაკრებმა ბელგია დაამარცხა.
ევრო 2026-ის ფინალში, რომელსაც ესტონეთის დედაქალაქმა ტალინმა უმასპინძლა, იტალიამ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
ძირითადი დროის 85-ე წუთზე ნოა ოჰეამ ბელგიის ნაკრები დააწინაურა, კომპენსირებულ დროში იტალიამ მარჩელო ფიგაძოლას გოლით ანგარიში გაათანაბდა. 11-მეტრიანების სერიაში „სკუადრა აძურამ“ 4:3 მოიგო.
იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორედ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე. გუნდის პირველი ტრიუმფი 2024 წლით თარიღდება.