იტალია პორტუგალიას სტუმრობს, შვედეთი თურქეთს დაუხვდება | ერთა ლიგა

15:29, 10.09.2018
during the UEFA Nations League A group three match between Italy and Poland at Stadio Renato Dall'Ara on September 7, 2018 in Bologna, Italy.

during the UEFA Nations League A group three match between Italy and Poland at Stadio Renato Dall'Ara on September 7, 2018 in Bologna, Italy.

დღეს ერთა ლიგის მე-2 ტური გაიმართება, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდება.

იტალიის ეროვნული გუნდი სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება. „სკუადრა აძურა“ შეეცდება, რომ პირველ ტურში არადამაჯერებელი თამაში, დღეს უფრო სანახაობრივი და შედეგზე ორიენტირებული თამაშით გამოასწოროს.

შვედეთი ერთა ლიგის პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ჩვენი მეზობლები შინ, რუსეთთან, მინიმალური ანგარიშით (1:2) დამარცხდნენ.

ამ შეხვედრების გარდა დღეს ევროპის სტადიონებზე კიდევ 6 მატჩი გაიმართება: მონტენეგრო – ლიეტუვა; სერბეთი- რუმინეთი; მალტა-აზერბაიჯანი, ანდორა-ყაზახეთი, კოსოვო-ფარერები, შოტლანდია-ალბანეთი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის და ანდორის ნაკრებები საქართველოს ჯგუფში ასპარეზობენ. ყაზახები პირველ ტურში შინ საქართველოსთან დამარცხდნენ და ნული ქულა აქვთ. ანდორამ ლატვიასთან ფრედ (0:0) ითამაშა და ერთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. 

ყველა შეხვედრა თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.

მსგავსი