იტალია-ინგლისის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს | რაგბი
იტალია-ინგლისის მატჩი შესაძლოა, გადაიდოს | რაგბი

კორონავირუსის საფრთხის გამო, ექვსი ერის მატჩი იტალიასა და ინგლისს შორის, შესაძლოა გადაიდოს, – იუწყება skysports.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით ცარიელ ტრიბუნებთან, მაყურებლის გარეშე ჩაივლიდა. ახლა კი თავად მატჩის ჩატარება დადგა ეჭქვეშ.

იტალია-ინგლსის მატჩი 14 მარტს არის ჩანიშნული და ექვსი ერის წარმომადგენლების საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ევროპის მასშტაბით კორანავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამის გამო, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გადაიდო.