თაკო ჩარკვიანი -  ჩემთვის დეპუტატის მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით
თაკო ჩარკვიანი - ჩემთვის დეპუტატის მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით

ჩემთვის ეს მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც ვიცი, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით, ეს სწორი ფორმაა ბრძოლის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, მანდატი მისთვის არაფერს წარმოადგენს.

„ეს სწორი ფორმაა ბრძოლის. მე ვერავის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ეს არის საკონსულტაციო თემა. მე ის პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, უბრალოდ მახსოვს მწარედ, რომ არ გაიგონეს და ბოლომდე ბოიკოტი არ დაიჭირეს, არ დატოვეს მანდატები, თორემ თამარ ჩარკვიანისთვის მანდატი არაფერს რომ არ წარმოადგენდა, იმიტომ დავტოვე პირველმა, გავაკეთე განცხადება ბოიკოტის გამო. ეს მანდატი, რომელიც ციხეში შესვლისთვის გჭირდება ან დიპლომატებთან საურთიერთოდ გჭირდება, აქ ალბათ კონსულტაციაა საჭირო რამდენად და როგორ, თორემ ჩემთვის ეს მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც ვიცი, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით. ყველაზე შეწუხებული იყო ერთპარტიული სისტემის დროს „ქართული ოცნება“. ჩვენ რომ ის ბოლომდე მიგვეყვანა, ამათი ბუნდღა არ იქნებოდა დღეს თავის ადგილას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტთან საინტერესო საუბარი ჰქონდა.

„ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე, ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, მაგრამ როგორც კი შეხედავთ, მიხვდებით, რომ ძალიან დაკლებულია წონაში. ძალიან საინტერესო იყო საუბარი. ბევრ რაღაცებზე ვისაუბრეთ. წარსული, დღევანდელი, გავიხსენეთ რაღაცები. არასოდეს არ მითქვამს მისთვის, არ იშიმშილოო, სხვა ტიპის ლიდერია, როგორც გვინახავს ისტორიულად იდეალისტი ლიდერები. რაც შესული ვარ, ყოველ ათ წუთში ამ ფრაზას ვახსენებდი, რომ ეს უკვე აღარ არის პიროვნული ლიდერობისთვის. ეს არის იმ ბრძოლისთვის საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. არ მიპასუხა არაფერი. არ არის ამ ტიპის ადამიანი, რომ ასე გიპასუხოს. ვცდილობდი, ამეხსნა და ძალიან ყურადღებით მისმენდა. ეს არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა და მისი პირადი ტყვე პუტინის ციხეში მოშიმშილე და დაუძლურებული, ეს არის იმ გეგმის ნაწილის უნებლიე შესრულება, რაც პუტინს გაუხარდება. გამორიცხულია, ეგეთი სხარტი ტიპი ამას უჩემოდაც ვერ ხვდებოდეს. ეს არის ლიდერი, რომელიც მოწოდებულია ბრძოლისთვის, შენებისთვის, რეფორმებისთვის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.