„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად რვა მარშრუტზე განაწილდებიან
„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად რვა მარშრუტზე განაწილდებიან

„ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებს მარშრუტებზე:

N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;

N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;

N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;

N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა;

27 იანვრიდან კი, ახალი ავტობუსები შემდეგ ოთხ სამარშრუტო ხაზზე გავლენ:

N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;

N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;

N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი, 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

„მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ და 90 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.