ისტორიული შედეგი და ევროპის სამი ჩემპიონი კრივში - ოქროს მედალი გიორგი ყუშიტაშვილმაც მოიპოვა #1TVSPORT
ერევანში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ყუშიტაშვილმა (86კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სომეხი მეტოქე ქულებით დაამარცხა და ჩვენს გუნდს შეჯიბრზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა. დღეს ტურნირზე ასევე პირველი ადგილები დაიკავეს სახილ ალახვერდოვმა ( 48კგ) და არტიუშ გომციანმა (60კგ), ხოლო ლაშა გურულმა (67კგ) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აიღო.
ქართველმა მოკრივეებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.