„ისტორიული ფაქტი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინის დას ხელი ჩამოართვა
„ისტორიული ფაქტი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინის დას ხელი ჩამოართვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დას, კიმ იო ინს ხელი ჩამოართვა. ისინი ერთმანეთს ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შეხვდნენ.

საერთაშორისო მედია ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებს.

კიმ იო ინი სამხრეთ კორეაში, ოლიმპიადაზე დასასწრებად ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ის სამხრეთ კორეაში სამ დღეს დარჩება.