ისტორიული მატჩისთვის მზადება დაწყებულია - საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა
ისტორიული მატჩისთვის მზადება დაწყებულია - საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო.

გუნდმა ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის უახლოეს ორ მატჩში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისში იმყოფება. თუმცა, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საწვრთნელ პროცესში ჯერ მხოლოდ 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს და ასევე ის მოთამაშეები, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად ვარჯიშს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ. გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავა სავარჯიშო პროცესს 6 ქოტომბრიდან შეუერთდებიან.

ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს – 6 ოქტომბერს თბილისის ზღვის ბაზაზე, ხოლო მატჩის წინა დღეს – შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი

8 ოქტომბერი – 20:00 საქართველო – ბელარუსი

11 ოქტომბერი – 20:00 სომხეთი – საქართველო

14 ოქტომბერი – 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო