ისტორიული მატჩისა და წარმატების მოლოდინში - საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე

ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღეა – 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ჩვენს გუნდს ასეთი შანსი 30-წლიან ისტორიაში არასოდეს ჰქონია – მოგების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა შესარჩევი ჯგუფის მოგება. ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ეტაპი „ჯვაროსნებმა“ დამაჯერებლად გაიარეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ბელარუსი დაამარცხეს – 1:0.

დღევანდელი შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება. საქართველოში ეპიდმდგომარეობის გართულება სწორედ ამ გადამწყვეტ თამაშს დაემთხვა. მაყურებელი კი ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა.

ამ ისტორიული თამაშისთვის ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში ემზადებოდა. სამწუხაროდ, ფინალურ შეხვედრას გამოტოვებენ ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

დანაკლისი დიდია, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ნიკა კვეკვესკირი სიტყვები, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერია გუნდური თამაშით – ჩვენს ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით არც ერთა ლიგის ჯგუფში უთამაშია, რომელიც პირველ ადგილზე დაასრულა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (რივე – ოტობოლიკოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ოირვე – ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხიპოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები

ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩავარდნაც ჰქონდა – სომხეთის ნაკრებთან 0:4 დამარცხდა.

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში კოსოვო 2:1 დაამარცხა. მიხეილ ხუციშვილი, რომელიც ბალკანეთში წლების მანძილზე თამაშობდა და დღემდე დიდი კავშირები გააჩნია, მეტოქის პრობლემებზე გველაპარაკა. მისი თქმით, ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში ზედმეტად თავდაჯერებული მოდის.

თუმცა, სასიხარულოდ არც მათ აქვთ საქმე – მეტოქე თბილისში ოთხი მოთამაშის გარეშე ჩამოვიდა. მათ შორის არ არიან „ლევანტეს“ ნახევარმცველი ენის ბარდი, უნგრული „უიპეშტის“ ცენტრალური მცველი კირე რისტევსკი, ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელი კრსტე ველკოსკი და ჩრდილომაკედონიურისილექსის“ მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი. თბილისში ივარჯიშა არიან ადემმა, რომელიც ზაგრების „დინამოს“ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ უცნობია, თამაშს რამდენად შეძლებს.

მეკარეებისტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვარეკანო), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა)

მცველებივისარ მუსლიუ (ფეჰერვარი), ეგზონ ბეიტულაი (შკენდია), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), დარკო ველკოვსკი (რიეკა), გოკო ზაიკოვი (შარლერუა). ეზგიან ალიოსკი (ლიდსი)

ნახევარდაცვა: ენის ბარდი (ლევანტე), არიან ადემი (ზაგრების დინამო), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ტიხო კოსტადინოვი (რუზომბეროკი)

თავდასხმელები: გორან პანდევი (ჯენოა), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ ლარნაკა), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდრე ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი)

დიდი ჯილდო გამარჯვებულს

ფინალში გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა ძველი კონტინენტის საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნების ელიტაში მოხვდება, რაც ქართული ფეხბურთის სახელს საგრძნობლად გაზრდის. ამას გარდა, ევრო 2020-ზე გასვლით ისტორიას დაწერს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხაზინაც კარგად შეივსება.

უეფა მონაწილე ქვეყნებს სოლიდურად დააჯილდოებს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ყულაბაში 9,25 მილიონი ევრო დაირიცხება და ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ზე წინ წაიწევს. გამარჯვებისთვის ქვეყნის ფედერაციას დაერიცხება 1,5 მილიონი ევრო, ფრეზე – 750 000 ევრო, ხოლო პლეი ოფში გასვლისთვის – დამატებით 2 მილიონი ევრო.

შესაძლო მეტოქეები

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას თუ დაამარცხებს, ჩვენი ნაკრები ევრო 2020-ს 13 ივნისს ბუქარესტში ავსტრიასთან მატჩით გახსნის. ასევე რუმინეთის დედაქალაქშია დაგეგმილი უკრაინასთან მატჩი, ხოლო ნიდერლანდების წინააღმდეგ – ამსტერდამში.

ამ წარმატებას ქვეყანა 30 წელი ელოდა – იყო დიდი იმედები, იმედგაცრუებები, მაგრამ შანსი, საქართველო ევროპის ყველაზე წარმატებულ ნაკრებს შორის მოხვედრილიყო, ასე ახლოს არასოდეს ყოფილა – ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, 12 ნოემბერი საქართველოს ნაკრებისა და ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება.

საინტერესო ფაქტები საქართველოზე

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები სახლში იმდენად წარმატებული გუნდია, მისი სტატისტიკა უეფა-მაც გამოარჩია.

საქართველოს ნაკრების სტატისტიკა საშინაო შეხვედრებში ასე გამოიყურება – ბოლო 13 საშინაო თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთი წააგო, მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა, კარი უგოლოდ კი 9-ჯერ შეინარჩუნა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.