ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელიასა და შენგელიას არყოფნა დასანანია, მაგრამ შეტევაში სხვებიც გვყავს
ვლადიმირ ვაისი - კვარაცხელიასა და შენგელიას არყოფნა დასანანია, მაგრამ შეტევაში სხვებიც გვყავს

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების ისტორიულ მატჩამდე ერთი დღეა დარჩენილი. ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისთვის მზადებას ასრულებს. გუნდი ორი დღე მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობდა, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში კი ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს „დინამო არენაზე“ გამართა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. მან დაადასტურა სამწუხარო ინფორმაცია, რომ შეხვედრას ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელები გამოტოვებენ.

კვარაცხელიასა და შენგელიას არყოფნა ძალიან დასანანია, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი შეტევა სხვებმაც შეიძლება გააძლიერონ, მაგალითად, იგივე მიქელთაძემ. პაპუნაშვილი ორი წლის წინ იყო კარგ ფორმაში, შემდეგ ბევრი პრობლემა შეექმნა, მაგრამ მას აქვს მომენტში თამაშის გადაწყვეტის უნარი. ამ პოზიციაზე შეიძლება ვათამაშოთ სხვა ფეხბურთელებიც. შეტევაში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები გვყავს. ვფიქრობ, ორივე ეს ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე კარგად თამაშობს“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ბალკანელებთან ბოლო თვეში ორი მატჩი გაიხსენა: „ჩვენ ჩრდილომაკედონიას ორჯერ შევხვდით და მეტოქე სხვადასხვა ტაქტიკით დაგვიპირისპირდა. მთავარია სათამაშო დისციპლინაა. ეს ემოციური მატჩი იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთით მეტი გავიტანოთ. მჯერა, რომ ხვალ ქართველ გულშემატკივარს დიდ სიხარულს მოვუტანთ“.