ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი „ეგრისის დიდი ომი“ ჟესტურ ენაზე ითარგმნა და პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმა 1TVPLAY-ზე განთავსდა
ვასილ მაღლაფერიძის ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი „ეგრისის დიდი ომი“ ჟესტურ ენაზე ითარგმნა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მასშტაბის ისტორიული და შემეცნებითი კონტენტი სრულად ხდება მისაწვდომი ჟესტურ ენაზე.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ეგრისის დიდი ომი“ ჟესტური ენით ხელმისაწვდომია პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმა 1TVPLAY-ზე.
საქართველოს პირველი არხისთვის მნიშვნელოვანია, მაუწყებლის კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა საჭიროების მქონე აუდიტორიისთვის. საქართველოს პირველი არხი 20 წელზე მეტია, აქტიურად იყენებს ჟესტურ ენას მედიაპროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაუწყებლის არაერთ გადაცემას თან ახლავს თარგმანი ჟესტურ ენაზე.