ისტორიაში პირველად, ტუნისის მერი ქალი გახდა
ისტორიაში პირველად, ტუნისის მერი ქალი გახდა

ტუნისის ისტორიაში პირველად, დედაქალაქის მერი სუად აბდერაჰიმია. ინფორმაციას France-Presse – ი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის საბჭოს 60 წევრიდან აბდერაჰიმს 23- მა დაუჭირა მხარი. კონკურენტს, კამილა იდირას კი 22- მა .

„ამ გამარჯვებას ვუძღვნი თითოეულ ტუნისელ ქალს“,- განაცხადა 53 წლის აბდერაჰიმმა სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რომელიც ახლად არჩეული მერის წინაშე დგას, ქალაქის დასუფთავებაა.