ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთის ელჩი ქალი გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად პრინცესა რემა ბანდარ ალ საუდი დაინიშნა.
პრინცესა რემა ბანდარ ალ საუდი აღნიშნულ თანამდებობაზე პრინც ხალიდ ბენ სალმან ალ საუდს შეცვლის, რომელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ძმაა. ის ერ რიადში დაბრუნდება და თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ახალმა ელჩმა მადლობა გადაუხადა ტახტის მემკვიდრეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის და პირობა დადო, რომ ემსახურება ქვეყანას, მის ლიდერებსა და ერს.
რემა ალ საუდი აშშ-ში საუდის არაბეთის ყოფილი ელჩის, ბადარ ალ საუდის შვილია. ბანდარ ალ საუდი აშშ-ში არაბულ დიპლომატიურ მისიას 1983-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.