ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა
ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა

ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა.

კუბის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ტემპერატურის რეკორდული კლება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში აღინიშნა.

„დილის 04:00 საათზე მატანსასის პროვინციაში ინდიო ჰატუეის მეტეოროლოგიურმა სადგურმა მინიმალური ტემპერატურა 0.1 გრადუსი აჩვენა. ტემპერატურა კვლავ კლებას განაგრძობდა და დილის 07:00 საათზე 0 გრადუსი დაფიქსირდა. ეს მინიმალური ტემპერატურის ეროვნული რეკორდია. წინა რეკორდული ტემპერატურა 0.6 გრადუსი ბაინოას სადგურზე 1996 წლის 18 თებერვალს აღინიშნა“, – წერია კუბის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

მეტეოროლოგებმა განმარტეს, რომ კუბა არქტიკული წარმოშობის ძალიან ცივი და მშრალი ჰაერის მასის გავლენის ქვეშ არის.