ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 34-ე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 5:1 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონი ისტორიში მეოცედ გახდა.
აღნიშნული მაჩვენებლით „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუთანაბრდა. ამ გუნდებს ინგლისის უმაღლესი დივიზიონი ყველაზე მეტჯერ, ოც-ოცჯერ აქვთ მოგებული.
„ტოტენჰემთან“ საჩემპიონო შეხვედრაში გოლები ლუის დიასმა, ალექსის მაკ ალისტერმა, კოდი გაკპომ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს, ავტოგოლი დესტინი უდოჯის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ სალაჰისთვის აღნიშნული გოლი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 28-ე იყო, მას ასევე 18 საგოლე გადაცემა აქვს – ორივე ეს მაჩვენებელი ჩემპიონატში საუკეთესოა.
შედეგად, გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ლივერპულს“ 82 ქულა აქვს და მეორეადგილოსანი „არსენალისთვის“ (67 ქულა) მიუწვდომელია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში „ლივერპულის“ წევრი გიორგი მამარდაშვილი გახდება. საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურმა გრანდმა გასულ ზაფხულს „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით ესპანეთში იჯარის წესით დატოვა.