ისრაელის მხარის ცნობით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებთან იმყოფება და „რაფაჰიდან“ ღაზას ტოვებს
ისრაელის მხარის ცნობით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებთან იმყოფება და „რაფაჰიდან“ ღაზას ტოვებს

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებთან იმყოფება და „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან ღაზას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მხარე ავრცელებს.

13 მძევლის გათავისუფლება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასმა“ ოთხდღიანი ზავის განმავლობაში სულ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს – ქალები და ბავშვები. ისრაელი კი გაათავისუფლებს 150 პალესტინელ პატიმარს. 39 ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება დღეს უნდა მოხდეს. ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ასევე გაათავისუფლა ტაილანდის 12 მოქალაქე.