ისრაელში წყალდიდობას ცხრა ახალგაზრდა ემსხვერპლა
ისრაელში  წყალდიდობას ცხრა ახალგაზრდა ემსხვერპლა

ისრაელის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას ცხრა ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთს ეძებენ. გარდაცვლილთა ასაკი 18 წელია.

ისრაელის მედია წერს, რომ ისინი 25 წევრიანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც არმიისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

მაშველებმა 15 ტურისტის გადარჩენა შეძლეს. ისინი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში პირველად დახმარებას გადიან.  ჯგუფი მკვდარი ზღვის სიახლოვეს გადაადგილდებოდა, როცა წყალდიდობა დაიწყო.