ისრაელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის გადადების მიზეზად ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა სახელდება

18:07, 07.11.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ისრაელში არ ჩავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფორმაციამ ზელენსკის თელ ავივში ჩასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჟონა, რის გამოც ის გაიდადო.

ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, მოსალოდნელია, რომ შედგება, თუმცა როდის, ცნობილი არ არის.

მსგავსი