ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება დადგენილ ვადებში ვერ შეძლო, საკანონმდებლო ორგანო ავტომატურად დათხოვნილი იქნა.

ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მარტში გაიმართება. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

წინა არჩევნების შედეგად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მოწინააღმდეგის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მანდატებს იღებდნენ, რამაც მთავრობის ფორმირება შეაფერხა. საბოლოოდ ნეთანიაჰუ და განცი როტაციული მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ბენი განცს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ნოემბერში უნდა დაეკავებინა.