ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში სავაჭრო ცენტრები და სპორტდარბაზები გაიხსნა
ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდა. ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები და სპორტდარბაზები გაიხსნა. ამის მიზეზი ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ვირუსის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე მოსახლეობა ვალდებული იქნება სახის ნიღბები ატარონ და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. მაღაზიების მეპატრონები კი ვალდებულები იქნებიან შესვლის წინ ყველა მომხარებლს სიცხე გაუზომონ .
ისრაელში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე , კოვიდ 19 ის 16 300 შეთხვევა გამოვლინდა. დაღუპულია 239. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში 50 ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.