ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ისრაელში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ყოველ კვირას ათიათასობით ადამიანი იკრიბება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად.

ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ ცვლილებები აუცილებელია „ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციებმა შედეგი გამოიღო, რადგან რეფორმა არ დამტკიცდა ისე სწრაფად, როგორც პრემიერ-მინისტრი ელოდა, მაგრამ „მთავრობა ცვლილებების განხორციელების ერთგული რჩება“.