ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

15:19, 25.12.2020

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა.

შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული
ობიექტები.

„აკრძალულია, საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.

შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.

ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.

შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.

საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი