ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეები უნდა დაეყრდნონ საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციას.

„ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ავიაკომპანიები ავრცელებენ ინფორმაციას თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენის შესრულების თაობაზე და ასევე, ახდენენ ბილეთების რეალიზაციას. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მოგმართავთ თხოვნით, თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ ფრენებთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.