ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მათ სამხრეთ რეგიონში ვითარების ესკალაციის შესახებ აფრთხილებს.

საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092.

„ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.