ისრაელში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ქვეყანაში განახლებული რეგულაციები იმოქმედებს.

დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 50, ხოლო ღია სივრცეში 500 შეადგენს.

ფიტნესდარბაზებზე, სპორტულ კომპლექსებზე, ასევე, დახურულ სივრცეში განთავსებულ საცურაო აუზებსა და ატრაქციონებზე ვრცელდება ე.წ. „იასამნისფერი სტანდარტი“, რაც ვიზიტორებს ათავისუფლებს „მწვანე პასპორტის“ ქონის აუცილებლობისგან.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა.

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 6 მაისიდან…

Posted by Georgia in Israel საქართველო ისრაელში on ხუთშაბათი, 06 მაისი, 2021