ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

11:24, 01.11.2022
FILE PHOTO: Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu gives a statement as Israel imposes nightly curfews in dozens of towns and neighbourhoods to stem the coronavirus disease (COVID-19), in Beit Shemesh, Israel September 8, 2020. Alex Kolomoisky/Pool via REUTERS

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ეს ბოლო ოთხ წელიწადში ქვეყანაში მეხუთე არჩევნებია.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა, კვლავ უმსხვილესი პარტია აღმოჩნდეს, თუმცა ბოლო გამოკითხვებით, მას 120-ადგილიან ქნესეთში მანდატების უმრავლესობის მოსაპოვებლად ხმები აკლია.

არჩევნებს სავარაუდოდ, კოალიციის ჩამოყალიბებაზე მრავალკვირიანი მოლაპარაკებები მოჰყვება და არ არის გამორიცხული, ახალი არჩევნებიც დაინიშნოს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერის თანამდებობა 2021 წელს დატოვა, როდესაც ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, იაირ ლაპიდმა კოალიცია ლიბერალური, მემარჯვენე და არაბული პარტიების გაერთიანებით ჩამოაყალიბა. სამთავრობო კოალიცია მიმდინარე წლის ივნისში დაიშალა, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

მსგავსი