ისრაელში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა
ისრაელში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ისრაელის ქალაქ თელ ავივში ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

დასავლური მედიის შეფასებით, ისრაელის სამთავრობო გეგმა განხორციელების შემთხვევაში პოლიტიკოსებს უფრო დიდ ძალაუფლებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევისას და შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას კანონმდებლობის გასაუქმებლად. მთავრობა აცხადებს, რომ ცვლილებები საჭიროა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა, გადაედო სასამართლო რეფორმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მიზნით. გასულ კვირას, სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შემდეგ სადავო გეგმაზე აქტიური დისკუსიები კვლავ განახლდა და ისრაელის რელიგიურ-ნაციონალისტურმა მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ცვლილებების განხორციელებისთვის.

ისრაელის პრეზიდენტი, რომლის როლი ძირითადად ცერემონიულია, შუამავლობს მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც აქამდე უშედეგოა.