ისრაელში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ თელ ავივში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახების წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ.

დემონსტრანტები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავა. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს ნეთანიაჰუს მთავრობას, დადოს შეთანხმება „ჰამასთან“ მძევლების გასათავისუფლებლად, თუნდაც ეს ისრაელის მიერ ღაზიდან სრულ გასვლას და კონფლიქტის შეწყვეტას მოითხოვდეს.