ისრაელში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა
ისრაელში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

ისრაელში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, კარანტინი ძალაში ხუთშაბათიდან შევა და სულ მცირე ორი კვირა შენარჩუნდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რვა ათასამდე გაიზარდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელში უკვე ცირკულირებს ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შტამი, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

„ჩვენ გვჭირდება მკაცრი კარანტინის დაწესება. გლობალურ პანდემიაში ვართ, რომელიც ახალი ბრიტანული სახეობის გამო ძალიან სწრაფად ვრცელდება. მან მოაღწია ისრაელამდე და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.