ისრაელში, მერონის მთაზე, ფესტივალზე ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

03:59, 30.04.2021

ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ისრაელში, მერონის მთაზე, ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო ეკიპაჟები.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფესტივალზე დასწრების ნებართვა ათი ათასამდე ადამიანზე გასცა, თუმცა ტერიტორიაზე 30 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ უსაფრთხოებას კი, 5000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფდა. რამ გამოიწვია ტრიბუნის ჩამონგრევა, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი