ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია საქართველოს 1 563-მა მოქალაქემ წარმატებით გაიარა
ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია საქართველოს 1 563-მა მოქალაქემ წარმატებით გაიარა

ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია საქართველოს 1 563-მა მოქალაქემ წარმატებით გაიარა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მათგან განხილვის პროცესში ამ ეტაპზე სულ 60 განაცხადია დარჩენილი, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გარდა ისრაელისა, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები სხვა პარტნიორებთანაც.

ამჟამად შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული და ძალაში შესულია სამ პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოსთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთთან.

რაც შეეხება გერმანიას, სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება.

როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში პირველი ჯგუფი 2021 წლის 14 აპრილს გაემგზავრა და დღემდე საქართველოს სულ 278 მოქალაქე დასაქმდა.