ისრაელში კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 193-მდე შემცირდა
ისრაელში კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 193-მდე შემცირდა

ისრაელში კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 193-მდე შემცირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს 2020 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით „კოვიდ-19“-ით 2 270 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსის გავრცელების პიკში, ასევე იანვრის მეორე ნახევარში, ისრაელში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 70 000 ს აჭარბებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ისრაელში, ქუჩებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ის 837 160 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი,დ დაღუპულია 6 338 ადამიანი.

დატოვე კომენტარი