ისრაელში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ისრაელში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ისრაელში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ისრაელის მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 6 439-ს აღწევს.

ისრაელში ბოლო ერთ კვირაში „კოვიდ 19“-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსული ინფექციით არავინ დაღუპულა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში 55 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და „კოვიდ 19“-ის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 1.33 პროცენტია.

ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის საავადმყოფოებს განუცხადეს, რომ პაციენტების შესაძლო მომატების შემთხვევებისთვის, კორონავირუსის სპეციალური განყოფილებები მოამზადონ.

ექსპერტებმა შესაძლოა ე.წ. მწვანე საშვის შერბილებული ვარიანტის დაბრუნების საკითხი დააყენონ, რომელიც დიდ შეკრებებს: ქორწილებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს შეეხება. ამ შემთხვევაში აუცრელ ადამიანებს შესასვლელში ტესტის გაკეთებას მოსთხოვენ.