ისრაელში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 61,764 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 27,014 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 892 ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა ცხრა ადამიანი.
ისრაელში „კოვიდ-19“-ის გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი 464-ს შეადგენს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „კოვიდ-19“-ის გამო შეზღუდვები დააწესა, თუმცა ეკონომიკური ზარალის შესარბილებლად შეზღუდვების ნაწილი გააუქმა.