ისრაელში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

12:33, 07.09.2020
Magen David Adom workers wearing protective clothing seen outside the coronavirus unit at Shaare Zedek hospital in Jerusalem on September 6, 2020. Photo by Yonatan Sindel/Flash90 *** Local Caption *** קורונה
בית חולים
שערי צדק
וירוס
לבן
לבושים
מפנים
מד"א

Magen David Adom workers wearing protective clothing seen outside the coronavirus unit at Shaare Zedek hospital in Jerusalem on September 6, 2020. Photo by Yonatan Sindel/Flash90 *** Local Caption *** קורונה בית חולים שערי צדק וירוס לבן לבושים מפנים מד"א

ისრაელში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. 449 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, 7 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 3 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საავადმყოფოში რჩება 400-ზე მეტი პაციენტი. მათგან 136 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, მთავრობა რამდენიმე ქალაქში კარანტინის გამოცხადებას აპირებდა, თუმცა ეს ინიციატივა აღარ განხორციელდა. ამის ნაცვლად, ისრაელის მთავრობამ 40-ზე მეტ ქალაქში ღამის კომენდანტის საათი შემოიღო, რა დროსაც ბიზნესის ნაწილს მუშაობის შეწყვეტა მოუწევს. ამავე ქალაქებში დახურული იქნება სკოლები.

ამასთან ერთად, ხელისუფლება არ გამორიცხავს, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადება კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, ისრაელში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, კარანტინი ვირუსის პირველი ტალღის დროს გამოაცხადა, მაისში კი შეზღუდვების დიდი ნაწილი გააუქმა, რასაც ვირუსის ხელახლა გავრცელება მოჰყვა.

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 131 000-ზე მეტი შემთხვევა. დაიღუპა 1019 ადამიანი.

მსგავსი