ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისრაელმა ვაქცინაცია 19 დეკემბერს დაიწყო და აცრა დღეში 150 000 ადამიანს უკეთდება. პირველ რიგში, ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.

მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, აცრილთა რაოდენობით მეორე ადგილზე არის ბაჰრეინი, ხოლო მესამეზე – დიდი ბრიტანეთი.

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე სულ 2,78 მილიონ ადამიანს გაუკეთეს.

საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონვირუსით 84 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსით 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.