ისრაელში კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების გამო კარანტინი გახანგრძლივდა
ისრაელში კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების გამო კარანტინი გახანგრძლივდა

ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინი ვირუსის ახალი სახეობების გავრცელების გამო გახანგრძლივდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში ხუთი კვირით გამოცხადებული ლოკდაუნის პარასკევამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 643 435 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4796 ადამიანი.