ისრაელში კორონავირუსის 6 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში კორონავირუსის 6 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 6 861 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდა, გადაავადონ გეგმიური ოპერაციები და კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ გამოყონ ადგილები. ქვეყანაში, მეორე საყოველთაო კარანტინი პარასკევს გამოცხადდა. დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას გეგმავს, მთავრობის სხდომა დღეს გაიმართება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ისრაეში „კოვიდ-19“-ის 200 041 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 316 ადამიანი.