ისრაელში კორონავირუსის 1 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა რვა ადამიანი
ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსისგან რვა ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 49 204 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 400 პაციენტი.
ამ დროისთვის, ისრაელის საავადმყოფოებში 27 502 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 217-ის მდგომარეობა მძიმეა, 56 მართვით სუნთქვაზეა.