ისრაელში, ეთიოპიელების დასახლებებში საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დაშავდა
ისრაელში, ეთიოპიელების დასახლებებში საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დაშავდა

ისრაელში, ეთიოპიელების დასახლებებში საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან პოლიცილები, ექიმები და ჟურნალისტები.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, სამართალდამცველებმა აქციების დროს დააკავეს 140-ზე მეტი პირი.

არეულობის მიზეზი 19 წლის ეთიოპიელის გარდაცვალება გახდა. პირველ ივლისს მას პოლიციელმა ესროლა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. სამართალდამცველის მტკიცებით, ის ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა. მისი თქმით, როდესაც მოზარდები მიხვდნენ, რომ ის პოლიციელი იყო, ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი, ცეცხლი გახსნა.

როგორც ეთიოპიელების თემში აცხადებენ, სამართალდამცველმა იმის გამო ისროლა, რომ ახალგაზრდა ფერადკანიანი იყო. პოლიციელი დაკავებულია. გამოძიებას ისრაელის პოლიციის საგანაგებო საქმეთა დეპარტამენტი იძიებს. მომხდარის გამო, ეთიოპიელების საპროტესტო აქციები ისრაელის სხვადასხვა რაიონში გაიმართა. 3 ივლისს თელავივში მათ საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.