ისრაელში დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციებზე მთავრობისგან მოითხოვეს შეთანხმების მიღწევა, რომელიც ღაზაში მყოფ მძევლებს უკან დააბრუნებს
ისრაელში დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციებზე მთავრობისგან მოითხოვეს შეთანხმების მიღწევა, რომელიც ღაზაში მყოფ მძევლებს უკან დააბრუნებს

ისრაელში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად აქციები გაიმართა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობისგან შეთანხმებას ითხოვენ, რომელიც ღაზაში მყოფ მძევლებს უკან დააბრუნებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თელ ავივში, მძევლების მოედანზე დაახლოებით 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

ისრაელში დამოუკიდებლობის დღე 13 მაისის მზის ჩასვლიდან 14 მაისს მზის ჩასვლამდე აღინიშნება, მემორიალური დღის შემდეგ, როდესაც ისრაელელები პატივს მიაგებენ ომში დაღუპულებსა და ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლებს.

როგორც ისრაელში განმარტავენ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა.

მას შემდეგ კიდევ 273 ისრაელელი ჯარისკაცია დაღუპული. აქედან ძირითადი ნაწილი ღაზის სექტორზე თავდასხმის დროს, რომელსაც, პალესტინელი მედიკოსების თქმით, 35 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.