ისრაელში ცივი იარაღით თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა
ისრაელში ცივი იარაღით თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. შემთხვევა ქალაქ ჰოლონში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსმხელი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი მამაკაცია. როგორც ცნობილია, მას ისრაელში შესვლის ნებართვა არ ჰქონდა.
თავდასხმა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას მოკლა.
რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.