ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს
ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელში ჩინეთის ელჩი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ ელჩი დუ ვეი თელ ავივის გარეუბანში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი.

ჩინეთის ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

ჩინელი დიპლომატი 58 წლის იყო. დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნეს. მანამდე ჩინელი დიპლომატი უკრაინაში ჩინეთის წარმომადგენლად მუშაობდა.