ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის შემთხვევა გამოვლინდა
ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 074 შემთხვევა გამოვლინდა. ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ეს პანდემიის დაწყებიდან ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელია.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „ჰაარეტცი“ წერს, 10 სექტემბერს ისრაელის მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს შეზღუდვების ხელახლა დაწესებაზე.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარე კვირიდან განახლდა. როგორც სასწავლო წლის დაწყებისას განათლების მინისტრმა, იული ედელშტაინმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, სკოლები დაიხუროს, ან დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 122 539 შემთხვევა. გარდაიცვალა 969 ინფიცირებული.