ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 985-ს შეადგენს
ისრაელში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 985-ს შეადგენს

ისრაელში 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოცდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამჟამად ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 985 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში ისრაელში „კოვიდ-19“ 838 887 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 6 376 გარდაიცვალა.

ისრაელის მედია წერს, რომ იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც დაავადების გამო სერიოზული გართულებები აღენიშნებათ, გასული წლის ივლისის შემდეგ პირველად 100-ს ქვემოთაა. გასული თვის ბოლოს, ვაქცინის ორივე დოზით აცრილი იყო ისრაელის 5 მილიონი მოქალაქე, რაც მთლიანი მოსახლების 60 პროცენტზე მეტია.