ისრაელში, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის შტაბ-ბინასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ისრაელში, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის შტაბ-ბინასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ისრაელში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის შტაბ-ბინასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

„როიტერის“ ცნობით, მოგვიანებით აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის იყვნენ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ნათესავები.

დემონსტრაცია გაიმართა თელ-ავივში მდებარე უნგრეთის საელჩოსთანაც, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში სახელმწიფო ვიზიტი გააპროტესტეს.

„ნეთანიაჰუ ყველას საფრთხეს გვიქმნის და ჩვენს სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. არაფერს ვამბობ მძევლებზე, არაფერს ვამბობ ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე, არც ისრაელის ეკონომიკის განადგურებაზე. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.