ისრაელში, ბათ იამიზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
ისრაელში, ქალაქ ბათ იამიზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, ერთი დრონის შეჩერება შეძლეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეცა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
დრონებით იერიში მაშინ განხორციელდა, როდესაც ებრაელები როშ შაჰანას, ებრაულ ახალ წელს აღნიშნავდნენ.